|
2022-06-20 16:30:24, 1034 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ,,მთავარის’’ ჟურნალისტს - თქვენ ვინ გაფინანსებთ? თუ იტყვით სახელს და გვარს თქვენ დაასახელებთ ოლიგარქს
,,პირველი, უნდა მოვახდინოთ სწორი იდენტიფიკაცია, ვინ არის ოლიგარქი, ვინ ერევა პოლიტიკაში, თავისი გავლენით, ფულით, ვინ აფინანსებს ტელევიზიებს და ვინ ცდილობს ასე რაღაცა გავლენის მოპოვებას და ა.შ. უკრაინის კანონი ამასთან დაკავშირებით, რომ წაიკითხოთ, ზუსტად, ახლა მე რასაც ვსაუბრობ, ამას შეეხება. ამიტომ, თქვენ შეიძლება გგონიათ და მიგაჩნიათ და ძალიან გინდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ოლიგარქი, მაგრამ სინამდვილეში ამის მტკიცებულება არ არსებობდეს ბუნებაში,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილი არის ქველმოქმედი და ფილანტროპი. ხოლო, თუ მივიღებთ უკრაინაში არსებულ კანონს, რომელიც ოლიგარქიას შეეხება, ვნახავთ, რომ ,,მთავარი’’ არხის დამფინანსებელი არის ოლიგარქი. ,,მე ვეთანხმები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ეს ასეა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ადამიანი არის ფილანტროპი, ეს ადამიანი არის მეცენატი, ქველმოქმედი და მართლაც ასეა. კაცზე ლაპარაკობთ, რომელსაც სამ მილიარდზე მეტი ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ქვეყანაში და თქვენ გინდათ, რომ ქველმოქმედი იყოს ადამიანი, რომელიც გამოვიდა და თქვა - რვაასი დოლარი მქონდა ხელფასი და ოთხას ქველმოქმედებაში ვხარჯავდიო. ისე მაგას რა ვუთხარიო, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე. რა ოთხასი ქველმოქმედებაში? რომელ ფსკერზე ჩავდივართ, ხვდებით? არ შეიძლება ასე მსჯელობა. ქველმოქმედს დავარქვათ ქველმოქმედი. ოლიგარქის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. აი, თუნდაც იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც უკრაინას აქვს. იგივე კანონი შეგვიძლია მივიღოთ. ადამიანი, რომელიც თავის გავლენით, მათ შორის, მაგალითად დიდი ფულით ცდილობს გავლენა მოახდინოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, უფრო კონკრეტულად სიღრმეში რომ შევიდეთ დააფინანსოს ტელევიზიები და ეს გავლენები იყოს არალეგიტიმური, მათ შორის და ა.შ. ასეთი არის თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელი და ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს. თქვენ ვინ გაფინანსებთ? ვინ გაფინანსებთ? თუ სახელს და გვარს იტყვით თქვენ დაასახელებთ ოლიგარქს. ბრძანეთ, ვინ გაფინანსებთ, თქვენ ტელევიზიას ვინ აფინანსებს? ტელევიზიაში მუშაობთ და არ იცით დამფინანსებელი ვინ გყავთ, ან არ იცით, ან არ ამბობთ, ხომ? ერთიც უბედურებაა და მეორეც.’’ განაცხადა მამუკა მდინარაძემ
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)