|
2022-06-20 14:22:58, 2835 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - ტყვეობაში მყოფი აზოვსტალის დამცველები ცოცხლები არიან, ზოგიერთ მათგანთან გვაქვს კავშირი
ტყვეობაში მყოფი აზოვსტალის დამცველები ცოცხლები არიან, ზოგიერთ მათგანთან არის კავშირი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა LB.ua- სთან ინტერვიუში ისაუბრა. ერმაკის განცხადებით, ისინი ცოცხლები არიან, თუმცა უცნობია ის თუ რა პირობებში არიან. „ვიცით, რომ ისინი ცოცხლები არიან. რაც შეეხება პირობებს, ამ საკითხსაც მონიტორინგს უტარებენ. ჯერ გარკვევით ვერ ვიტყვით, რა პირობებში არიან. მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ცოცხლები არიან. ჩვენ დავიწყებთ გმირების დაბრუნებას უკრაინაში“, - განაცხადა ერმაკმა. ამასთან ერმაკმა აღნიშნა, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებების პროცესი რთულია და ამაზე კომენტარი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცენტრმა უნდა გააკეთოს. „რადგან მოლაპარაკებები და კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, პროცესი ძალიან რთულია. არ მინდა ჩემი სიტყვებით და ინფორმაციით ამ პროცესს ზიანი მივაყენო“, - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აზოვსტალის დამცველებს რამე დაემართება, რუსეთთან მოლაპარაკებები არ შედგება. „სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია არ შეცვლილა. მან თქვა, რომ თუ რამე დაემართება ამ ხალხს. ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება დაივიწყონ”,- დასძინა ერმაკმა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ აზოვსტალში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებისვის ბრძანება გასცა, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე. 17 მაისს, შუაღამის შემდეგ, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს აზოვსტალიდან ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში 53 მძიმედ დაჭრილი იქნა ევაკუირებული. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოკუპირებულ ელენევკაში გადაიყვანეს. 6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2,5 ათასზე მეტი სამხედრო ტყვე აზოვსტალიდან ტყვეობაში იმყოფებოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი დაზვერვის დირექტორატის მოვალეობაა სამხედროების სახლში ცოცხლად დაბრუნება.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)