|
2022-06-19 12:27:49, 1670 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ეჭვი არავის ეპარება ჩვენს გამარჯვებაში, არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავაბრუნებთ
ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში სამუშაო ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს დააბრუნებს. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე დასძინა, რომ როგორც ნიკოლაევში, ასევე ოდესაში გამართა შეხვედრები უკრაინელ სამხედროებთან და ოფიციალურ პირებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ტერიტორიების დაცვასა და შენარჩუნებაზე. "მე ვბრუნდები სამხრეთიდან - მოვინახულე ჩვენი ფრონტის პოზიციები მიკოლაევის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და ასევე ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს - სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. მათი განწყობა თავდაჯერებულია, ეჭვი არავის ეპარება ჩვენს გამარჯვებაში. ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავაბრუნებთ, რაც ჩვენია და ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო",- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაიმართა დისკუსია უკრაინის პორტების უსაფრთხოებისა და უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ. „ჩვენი პოზიცია მკაფიო და უცვლელია: როგორც კი მოვახერხებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას საერთაშორისო შუამავლობით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს რუსეთის ომით გამოწვეული მსოფლიოში სასურსათო კრიზისს - აზიაში, აფრიკასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებში. მან ხაზი გაუსვა გაეროს თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შესაძლოა შიმშილობა მსოფლიოში 18 მილიონით გაზარდოს. უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული მარცვლეულის მითვისებაში ადანაშაულებს. რუსეთი ამას უარყოფს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)