|
2022-06-18 12:02:28, 2659 ნახვა
მსოფლიო
თოყაევი - ყაზახეთი ლუგანსკისა და დონეცკის კვაზისახელმწიფოებს არ ცნობს
ჩვენ არ ვცნობთ არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს,- ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. თოყაევის თქმით, ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოების მიმართ, რომელსაც, ლუგანსკი და დონეცკი წარმოადგენს. „ზოგი ამბობს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა წმინდა ცნებაა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანს, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოს ნაწილია, საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს და ერს თავისი სურვილით შეუძლია მისგან გამოყოფა. ითვლება, რომ თუ ერის უფლება თვითგამორკვევაზე მთელ მსოფლიოში აღსრულდება, დედამიწაზე ნაცვლად 193 სახელმწიფოსა 500-ზე მეტი სახელმწიფო შეიქმნება, რაც ქაოსს გამოიწვევს. ამის გამო, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოების მიმართ, რომელსაც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი წარმოადგენს", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)