|
2022-06-17 12:18:43, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკის ახალი პროგრამა უკრაინას სასურსათო კრიზისის დაძლევასა და სოფლის მეურნეობის აღდგენაში დაეხმარება
აშშ უკრაინას სასურსათო კრიზისის დაძლევასა და სოფლის მეურნეობის აღდგენაში დაეხმარება აშშ-ის სოფლის მეურნეობის მდივანმა ტომ ვილსაკმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამწლიანი სოფლის მეურნეობის პარტნიორობა დაანონსა. პროგრამის მიზანია, მოგვარდეს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გაამწვავა. აშშ-ს სოფლის მეურნეობის მდივანმა ტომ ვილსაკმა განაცხადა,რომ შეთანხმება ორიენტირებული იქნება უკრაინისათვის ტექნიკური დახმარების გაწევაზე. უკრაინას, რომელიც ომამდე იყო მსოფლიოში მარცვლეულის მეოთხე უდიდესი ექსპორტიორი, ამერიკა სოფლის მეურნეობის აღდგენაში დაეხმარება. " შეერთებული შტატები გადადგამს რამდენიმე სხვა ნაბიჯს კრიზისის მოსაგვარებლად, მათ შორის სტიმულირება მწარმოებლებისთვის, რათა გააფართოვონ თავიანთი წარმოება და, შესაბამისად, გაზარდონ მარცვლეულის რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია სასურსათო დახმარებისთვის."- განაცხადა ტომ ვილსაკმა. ომმა გამოიწვია სურსათისა და ენერგიის გლობალური ფასების ზრდა და მარცვლეულის მიწოდების დეფიციტი ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებული უკრაინიდან იმპორტირებულ ხორბალსა და მარცვლეულზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც უკვე წარმოიქმნება კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის მიწოდების ჯაჭვების მოშლის გამო, ასობით ათასი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენებს. გლობალური ძალისხმევა მიმდინარეობს დაახლოებით 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის გასათავისუფლებლად, რომელიც ხაფანგშია რუსეთის მიერ ქვეყნის ბლოკადაში. გაერო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას შავი ზღვის პორტებიდან რუსული სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის სანაცვლოდ სანქციების საფრთხის გარეშე. "საკვები არ უნდა იყოს იარაღი", - თქვა ბ-ნმა ვილსაკმა ინტერვიუში. „აუცილებელია პორტებიდან ყველაზე საჭირო მარცვლეულის გამოტანა“. თურქეთმა, რომელმაც შუამავლის როლი ითამაშა სასურსათო კონფლიქტში, ოთხშაბათს შესთავაზა ოთხმხრივი მოლაპარაკებების მასპინძლობა უკრაინასთან, რუსეთთან და გაეროსთან. მაგრამ გარღვევისთვის საჭირო იქნება უკრაინის პორტების განაღმვა და გემების ესკორტირება უსაფრთხო დერეფნებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაღმები შავ ზღვაში. გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შესახებ განახლებები არ არის.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)