|
2022-06-17 10:42:04, 1182 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი- საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის გადასახდელი საფასურია, რომელიც ნამდვილად ღირს
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ზოგიერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია ენერგიის მზარდი ფასებით სარგებლობისთვის და მომხმარებლებისთვის „ომის ფონზე არსებული ფასების ზრდით გამოწვეული ტკივილის გაუარესებისთვის“. Associated Press-თან ინტერვიუშიპრეზიდენტმა დასძინა, რომ ნავთობკომპანიებმა გადამუშავების სიმძლავრის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით, მომხმარებლებს ფასები გაუზარდეს. „აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“, რომლის გადახდაც ნამდვილად ღირს. რა მოხდება, თუ უძლიერესი ძალა, ნატო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, ჩამოშორდება რუსეთის აგრესიას? თუ მოკავშირეები მას არ უპასუხებდნენ, თქვენ დაინახავთ ქაოსს ევროპაში ომის დროს, გადამამუშავებელი ქარხნის მოგების ზღვარი ნორმალურზე მაღალია, რაც პირდაპირ ამერიკულ ოჯახებზე ახდებს გავლენას, ეს მიუღებელია. ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმერ პუტინი არის მთავარი პასუხისმგებელი იმ ძლიერ ფინანსურ ტკივილზე, რომელსაც ამერიკელი ხალხი და მათი ოჯახები განიცდიან. მაგრამ ომის ფონზე, რომელმაც ბენზინის ფასი 1,70 დოლარზე მეტით გაზარდა გალონზე, ისტორიულად მაღალი ქარხნის მოგების მარჟა აუარესებს ამ ტკივილს,"- განაცხადა ბაიდენმა ბაიდენმა ასევე დაადანაშაულა ენერგეტიკული კომპანიები უმაღლესი ხელმძღვანელისადმი მიწერილ წერილში. მან მოითხოვა, გაბნარტებები გადამუშავების შესაძლებლობების შეზღუდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და დაამატა, რომ მისი ადმინისტრაცია გამართავს "გადაუდებელ შეხვედრას", რათა განიხილონ კრიზისის შეჩერების გზები. .
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)