|
2022-06-17 10:37:13, 2723 ნახვა
კომენტარი
გია ცაგარეიშვილი ხოშტარიაზე - იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს ამ სიყალბისთვის, კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის აზრით, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს სიცრუისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხოშტარია პირიქით, საზოგადოებას „აქეთ ამუნათებს“. „იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ამ სიყალბისთვის და სიცრუისთვის კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას და „აპრავებს“ (მის ენაზე ვიტყვი) ამ თავის უკეთურ საქმეს. ამბობს, რომ ეს სასცენო კოსტიუმების სფეროში დიდი მიღწევების გამო აძლევენ მის ოჯახს ამხელა ჰონორარებს. ათი ათასობით დოლარს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. 16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)