|
2022-06-16 12:04:44, 1050 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის ერთიანობის გზავნილი, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვუგზავნით
ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის ერთიანობის გზავნილი, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვუგზავნით, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში ვიზიტისას. ევროპის ლიდერებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი მასპინძლობს. Reuters-ის ცნონოთ,სამი ლიდერი უკრაინის ევროკავშირის კანდიდატურას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად განიხილავს.მათ იციან, რომ უკრაინას 23-24 ივნისის ევროკავშირის სამიტის წინ ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. "მათ უნდა დააბალანსონ უკრაინის ბუნებრივი მისწრაფებები ევროკავშირის წევრობისკენ ყველა არსებული კანდიდატი ქვეყნის მისწრაფებებთან,"-წერს მედია. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათ პოლონეთიდან კიევამდე მატარებლით იმგზავრეს. სამი ქვეყნის ლიდერები დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)