|
2022-06-16 10:20:44, 944 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ზურაბიშვილზე - მოველოდი, მისი შვილის ასაკის მინისტრებისთვის ხიდი ყოფილიყო, ის კი მოტრიალდა და გვესროლა
მან ესროლა მთავრობას და, სინამდვილეში, ტყვია მოხვდა ქვეყანას, - ასე შეაფასა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა. მისი თქმით, პრეზიდენტი "მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიემრინისტრისთვის" ხიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა წულუკიანის განცხადებით, მოტრიალდა და ტყვია მთავრობას ესროლა. "მან ესროლა მთავრობას და, სინამდვილეში, ტყვია მოხვდა ქვეყანას. მე ასეთი განცდა დამრჩა. მას უნდოდა მთავრობის დაზიანება, მაგრამ პირდაპირ მიეძღვნა, ალბათ, მისდა უნებურად, მისი ნათქვამები და ბრიფინგი არა მთავრობის დაზიანებას, არამედ დაზიანებას იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და, როგორც მან თქვა, ისიც მიისწრაფვის და მე ამის მჯერა. მე არ ვიცი მიზეზი, მაგრამ მისი ბრიფინგი ეძღვნებოდა მთავრობის დაკნინებას, იმის ძახილს, რომ მთავრობა არის მატყუარა, მან ეს პირდაპირ თქვა. არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ, როდესაც შეგვახსენა ტრადიციები. მოკლედ, აღარ ვიცით რას მივდიოთ. ტრადიციები შეგვახსენა, არ იცითო. თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა თაობის წარმომადგენელი, ის 70 წლის ქალბატონი გახლავთ, ჩვენზე ბევრად გამოცდილი და ჩვენზე ბევრად წინ მყოფი ბევრი რაღაცის გამო, თუნდაც ასაკით. მე ასეთი ქართული ტრადიცია მახსოვს, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. მე მოველოდი სულ სხვა რაღაცას წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიემრინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო - პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა, მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც ის ცდილობდა ჩვენს გაერთიანებას - ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და ამით პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე",- განაცხადა წულუკიანმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)