|
2022-06-15 15:01:36, 2641 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვა. სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელებიც მიიღო. სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში. 2020 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭა ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი. 2021 წლის სექტემბრიდან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეული სპეციალური შეფასების შედეგად ნატოს მულტინაციონალური ბატალიონის მიერ იქნა სერტიფიცირებული, რაც ოცეულს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მრავალეროვნული ბატალიონის შემადგენლობაში ნატოს მისიებში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)