02:26 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 13:12:58, 1089 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია 16 ივნისის აქციაზე - შეიძლება წავიდე, ახლა საზოგადოების დაყოფის დრო არ არის

იყო საკითხები რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს, მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება განუხორციელებელი რეფორმების და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, შეიძლება წავიდე 16 ივნისის აქციაზე - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო გამოეყენებინა შეწყალების უფლება ნიკა გვარამიასთან მიმართებაში, თუმცა პრეზიდენტმა „არც ახსენა, რომ ეს საკითხიც იყო კრიტიკულ რეზოლუციაში განხილული.“

"ვარ მომხრე, რომ ვიყოთ ყველა აქციაზე, სადაც გაისმება ევროინტეგრაციის მოთხოვნა. შეიძლება წავიდე, ახლა  საზოგადოების დაყოფის დრო არ არის. მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ ყველგან სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ. მე მაქვს პრეზიდენტთან შეკითხვა- მისი მხრიდან რატომ არ იდგმება ნაბიჯები ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად. რა თქმა უნდა მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც აქვს, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა",- აცხადებს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი 16 ივნისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics