|
2022-06-15 12:52:20, 1406 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოცვის პლანტაცია ოზურგეთში 2ჰა-ზე გაშენდა
საქართველოს ბანკი აგრომიმართულების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ოზურგეთში, ექადიას ტერიტორიაზე 2ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 140 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 90 000 ლარს შეადგენს. „ჩვენი მოცვის პლანტაცია ნაწილობრივ სტარტაპია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. ამ ეტაპზე, იმ 2 ჰა- ტერიტორიაზე, სადაც მოცვი გავაშენეთ, საწყის ეტაპზე ველით 6 ტონა მოსავალს, 4 წლის შემდეგ გვაქვს მოლოდინი რომ ის 15 ტონამდე გაიზრდება. ჩვენ დამატებით ვფლობთ 2 ჰა- მოცულობის აუთვისებელ მიწას და გვინდა ეს ტერიტორიაც სამომავლოდ კვლავ მოცვის პლანტაციისთვის გამოვიყენოთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ირაკლი კარსანიძე. „კენკროვანი კულტურები კერძოდ კი, მოცვი საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში. ის აქტიურად გადის ექსპორტზე. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ქართველ ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ და სარეალიზაციოდ გაიტანონ მოცვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამით კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი. მიგვაჩნია, რომ ასეთი წამოწყებების მხარდაჭერით ჩვენც შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის გაძლიერებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)