07:57 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 20:55:21, 944 ნახვა

პოლიტიკა
ISFED - პროპაგანდის მანქანა დასავლური მისწრაფებების წინააღმდეგ

იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს - ნათქვამია ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. - განაცხადა ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა.

მათივე თქმით, ამგვარი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც აერთიანებს ადამიანებში შიშის დანერგვის, არარსებული არჩევანის წინაშე დაყენების, მტრის ხატის შექმნის, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაციისა და მოტყუების ტექნიკას.

"პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესებული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და „საინფორმაციო სააგენტოს“ საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იმედმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირის დისმრედიტაციისკენ იყო მიმართული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics