|
2022-06-14 11:20:11, 1822 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - მზად ვართ უკრაინას საზენიტო სისტემები გადავცეთ
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და სამხედრო რადარებს გადასცემს. შოლცი ამბობს, რომ ბერლინი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა ნატო-ს ტერიტორიის ყველა ნაწილი დაიცვას. "უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და სამხედრო რადარებს გადავცემთ, რომელიც არტილერიის აღმოსაჩენად გამოიიყენება,"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, რომ გერმანიამ უკრაინას ტყვია საბრძოლო მასალა, ხელყუმბარა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე წერს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად კონკრეტული მძიმე იარაღის გარკვეული რაოდენობა სჭირდება. პოდოლიაკი წერს, რომ 15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისაგან ქმედით ნაბიჯებს ელის.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)