15:49 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 22:19:26, 1942 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს. - განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაიმ.

მისივე თქმით, რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

"ყველა ხიდი განადგურებულია, მაგრამ სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. არის ქალაქთან კომუნიკაცია. რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. ოლქის ცენტრისკენ მიმავალი ყველა ხიდი დანგრეულია. ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შესაძლებელი არ არის. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა უკიდურესად რთულ პირობებში იმყოფება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics