|
2022-06-13 19:50:05, 1645 ნახვა
ეკონომიკა
Summer drift party რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე
12 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველ ეტაპზე შეჯიბრება ჯიმხანა გაიმართა, რომელშიც 20-მა მოყვარულმა და პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეები ერთმანეთს კონკრეტული ტრაექტორიის უმოკლეს დროში დაფარვაში შეეჯიბრნენ. გამარჯვება ახალგაზრდა მრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა.
ღონისძიების მეორე ნაწილი „Twin drift competition“-ს დაეთმო. შეჯიბრებაში, ტრადიციული დრიფტისგან განსხვავებით, ორ-ორი დრიფტერი მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი ჯაბა სოროზანიშვილმა და მათე როჭიკაშვილმა აჩვენეს, რომელთაც საჩუქრად 1000 ლიტრი საწვავი გადაეცათ.
ღონისძიების დასასრულ, მონაწილეებმა მაყურებელს კიდევ ერთი სანახაობა აჩვენეს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „დრიფტ მატარებელში“ მონაწილეობა 10-მდე დრიფტერმა მიიღო.
გუგა კირვალიძე, ორგანიზატორი: „მიხარია, რომ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კიდევ ერთხელ გავაერთიანეთ ავტომოყვარულები. დღევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეები გვყავდა როგორც წრიული რბოლიდან, ისე აღმართის დაძლევიდან, პროფესიონალი დრიფტიდან, ასპარეზობდნენ მოყვარულებიც. დღეს ჩვენმა დრიფტერებმა მაყურებელს ძალიან კარგი შოუ აჩვენეს და ვფიქრობ, ეს ემოციები დიდხანს გაგვყვება“.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე Summer drift party „თეგეტა ჰოლდინგისა“ და ნავთობკომპანია „გალფის“ მხარდაჭერით გაიმართა.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)