|
2022-06-13 14:34:28, 1236 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ზურაბიშვილზე - ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს
„მგონია, ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან - როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო?! ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს",- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ზარქუას თქმით, ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოზიციაზე იმიტომ შეირჩა, რომ მას პოლიტიკოსის ევროპული გამოცდილება ჰქონდა. „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოზიციაზე იმიტომ შეირჩა, რომ მას ჰქონდა პოლიტიკოსის ევროპული გამოცდილება. ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა კი სამართლიანობას და სიმართლის თქმას ნიშნავს. აქედან გამომდინარე ვისურვებდი, რომ განცხადების გაკეთების დროს უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს. მგონია, ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან - როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო?! ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტის განხორციელებაზე. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა. „მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პილონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, ვისთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ბიძინა ივანიშვილს, არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ ყველაფერს",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)