05:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 18:24:25, 1064 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ანა ფოტიგა არის ლობისტი - არავის მივცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს

მდინარაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არის ერთ- ერთი ლობისტი და შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" დავალებების მიმცემიც.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს, მედიათავისუფლებას, ან წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს, ან განზრახ აზიანებს ამ ქვეყანას.

ქალბატონ ფოტიგას წარმოდგენა აქვს, რაც ხდება ამ ქვეყანაში და თუ მაინც უკავშირებს მას ამ ყველაფერს, განზრახ აკეთებს ამას და ის ერთ- ერთი ლობისტი და შეიძლება დავალების მიმცემიც კი იყოს - "ნაცმოძრაობაზე" ნამეტანი დიდი წარმოდგენა ნუ შეგვექმნება, ისინი დავალებებს იღებენ. ამიტომაც იყო ჩვენი განცხადებები, რომ გაერკვნენ ჩვენი პატივცემული ოპონენტები, რომელ ქვეყანას ემსახურებიან.

თუკი ვინმე ქვეყნის გარეთ მეორე თავის კოლეგას არწმუნებს, რომ ჩვენ ახლა საქართველოში ომი გვირჩევნია რუსეთის წინააღმდეგ, მოდი ჩვენც გვკითხონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, რა ურჩევნიათ ამ ქვეყანაში. როცა ერთი თვის წინ ვსაუბრობდი, რომ არავის მივცემთ საშუალებას ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ამას არ ვლაპარაკობდი შემთხვევით. დღესაც არ ვლაპარაკობ შემთხვევით, რომ რაც არ უნდა დამაზიანებელი იყოს ხელისუფლებისთვის, ხელისუფლებისთვის მსხვერპლს რასაც ეძახიან, ამაზეც წავალთ, ოღონდ არ დაზიანდეს ქვეყანა, ომის დაწყებას არ დავუშვებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,"- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics