07:35 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 18:13:05, 1039 ნახვა

პოლიტიკა
მუხთარლი - ჩემი საქართველოდან გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადირება ივანიშვილის დავალებით განხორციელდა

ჩემი საქართველოდან გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადირება ივანიშვილის დავალებით განხორციელდა. - განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლმა.

მისივე თქმით, ივანიშვილი არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახური ჩვენს რეგიონში.

"ევროპარლამენტმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დიდება!
ივანიშვილი არის ქურდი, მექრთამე და კორუმპირებული.ის არის არჩევნების გამყალბებელი, რომელიც კრძალავს საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებსა და ყიდულობს ამომრჩეველს ფულით.
ის არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახური ჩვენს რეგიონში. ჩემი გატაცება საქართველოდან და ექსტრადირება აზერბაიჯანში ივანიშვილის დავალებით განხორციელდა. მისი დავალებით ახლაც არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე.
მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ქურდი ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება. უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. ის გვიხსნის არა მარტო რუსული აგრესიისგან, არამედ პატარა ნაბიჭვრებისგანაც". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მუხთარლი, 2017 წელს საქართველოდან გაიტაცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics