08:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 13:34:35, 1091 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს, ხოლო თუ მსგავსი პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნება, ის ხელისუფლებას დაბრალდეს.

„ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციის პიარულ გეგმა იშიფრება - ისინი ცდილობენ, რომ თუ საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, რომ თითქოს, ALDE-მ, „სახალხო პარტიამ“ და მათმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს, სინამდვილეში, საუბარია ხალხზე, რომელიც, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქრო და მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ, ქვეყნის გარეთ გაავრცელო, ამას აკეთებს. ცდილობენ, პოზიტიური გადაწყვეტილება მათ მიეწეროს და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. ასე არ გამოვა. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ობიექტურობაშია ამოსავალი წერტილი და ეს ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ რეფორმების, გუშინდელი დღის, ასოცირების ვალდებულების შესრულების დამსახურებაა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ, რეალურად, ობიექტურად თუკი ვინმე ფიქრობს და გადაწყვეტილებას იღებს, მაშინ, ყველა ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ეს არავის დამსახურება არაა, გარდა ქართველი ხალხისა და იმ რეფორმებისა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რამდენიმე დღეში ევროკომისიის შეფასება ცნობილი გახდება. თვის ბოლომდე კი, ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს - ამბობენ რომ, ქვეყანა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics