10:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 12:51:17, 1609 ნახვა

მსოფლიო
„კონსერვატიული პარტია“ ბორის ჯონსონს უნდობლობას უცხადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს „კონსერვატიულ პარტია“ "წვეულების სკანდალის" გამო უნდობლობას უცხადებს.

პარტიის წესების თანახმად, საკმარისია 15%-ის მოთხოვნა, რათა გამოცხადდეს უნდობლობა. უნდობლობის საკითხის დადგომის შემდეგ, ბორის ჯონსონის გადასაყენებლად პარლამენტის წევრი კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობა - 180 დეპუტატია საჭირო. 

ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.

კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამასთან როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, ჯონსონი მიესალმება კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მისი თქმით, „ეს დაასრულებს თითქმის ერთთვიან სპეკულაციებს და მთავრობას წინსვლის საშუალებას მისცემს“.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics