07:13 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 17:17:34, 1391 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისოს საბჭოს კონფერენციაში მონაწილეობს

,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) მსოფლიო საბჭოში იღებს მონაწილეობას.

IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა და მასში 200-მდე ორგანიზაციაა წარმოდგენილი. 

საქართველომ 2019 წელს ორგანიზაციის პრეზიდიუმსა და შავი ზღვის კომიტეტს პირველად უმასპინძლა. ასევე, 2021 წელს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით  მშვიდობის კომიტეტი შეიქმნა.

საბჭო, პანდემიის დაწყების შემდეგ, წელს, პირველად იმართება და მას ალბანეთის დედაქალაქი ტირანა მასპინძლობს, რომელსაც 2022 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი აქვს. 
 
ღონისძიება მიზნად ისახავს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრად განვითარებას, პანდემიის პერიოდში ახალგაზრდებისთვის შექმნილი დაბრკოლებების გაანალიზებას და სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებების განვითარებას. 

სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ჩაკვეტაძემ  ყურადღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა. ასევე, საქართველოში ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრა. 

ღონისძიებებში მონაწილეობას ევროპარლამენტის და გაეროს წარმომადგენლები იღებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics