|
2022-06-03 17:28:11, 1179 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - როდესაც საქმე ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას ეხება, მართლმსაჯულება ფუნდამენტური კრიტერიუმია
მართლმსაჯულება ფუნდამენტური კრიტერიუმია, როდესაც საქმე ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას ეხება,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა განაცხადა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე, ვინაიდან ის დგას ადამიანის უფლებებზე დგას. „ვიტყვი, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მართლმსაჯულება ფუნდამენტური კრიტერიუმია, როდესაც საქმე ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას ეხება. დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს, ევროკავშირი დგას ადამიანის უფლებებზე და ეს უფლებები დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა უნდა დაიცვან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უფლებების დამრღვევი მთავრობაა“,- განაცხადა კოლასმა. შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)