06:39 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 16:10:52, 1227 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან 6 მოსამართლე მოხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 მოსამართლე აშშ-ში კვალიფიკაციას ვეღარ აიმაღლებს.

მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრენინგზე არც ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი აღარ წავიდოდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით 24 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეებს ვინმე ვიზიტს გაუუქმებდა, ეს უკუშედეგს გამოიწვევდა.

„რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არ წასვლის გამო,  შესაძლებელია, რომ რომელიმე მოსამართლე ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცეს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით, უკუშედეგით დასრულდებოდა. ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოში ასევე კარგად იციან კოლეგიალობის ფასი, შესაბამისად კოლეგას დისკრიმინაციის შემდეგ ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა, ხოლო 20 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩომ მოსამართლე პროგრამიდან მოხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics