06:19 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 10:18:35, 1135 ნახვა

პოლიტიკა
სტეფანჩუკი - უკრაინის უმაღლესი რადას სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  და პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

„უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.

დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში.
ასევე დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს -სტაბილურობას და კეთილდღეობას",- ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მისალოც წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics