13:07 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 12:51:48, 760 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს - რადიკალური ოპოზიციაც ზუსტად ასე იქცევა

ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო.

"მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და მისივე კუთვნილი ენჯეოების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც უკავშირდება.

"არსებობს ასეთი გამონათქვამი - ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც, თავისი შიდა და გარე სპიკერებით, ზუსტად ასე იქცევა. ჰგონიათ რომ ამერიკის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ. მოსამართლეზე ზეწოლა არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-12 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა იგივეში ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს.

ნაცმოძრაობას და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო, გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა ჰქონდეთ გაგონილი.

როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ. ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით მოქმედებას - მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა. მე ამის ღრმად მწამს.

ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა.

ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს. 2017-19 წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ არ დავიცავით მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ისევე, როგორც, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დანარჩენი 12 მოსამართლე, გვარამიას და ნაცმოძრაობის სხვა სპიკერების ბულინგისგან. ბოლოს, თამაზ ურთმელიძე ისევ სტრასბურგის სასამართლოს დასაცავი გახდა, რომელმაც გვარამიას მხრიდან მისი ბულინგი უმკაცრესად დაგმო. ეს მეორედ აღარ უნდა დავუშვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან.
ბოლოს, მინდა ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით. მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია. თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა.

თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics