23:03 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 12:02:08, 775 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - აშშ მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალები ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი თავს დაესხმება

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიიღებს მონაწილეობას სამხედრო ქმედებებში ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის აღებას შეეცდება. მან ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დიახ. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ", - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ რჩება ჩინეთის პოლიტიკის ერთგული, რომელიც აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას. 

„ჩვენ ვეთანხმებით ჩინეთის ერთ პოლიტიკას და ყველა თანმხლებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ. მაგრამ მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ძალის გამოყენებით იქნას მიღებული, უბრალოდ შეუსაბამოა. ეს შეარყევს მთელ რეგიონს და იქნება მორიგი ქმედება, რაც მოხდა უკრაინაში. ასე რომ, ტვირთი კიდევ უფრო დიდია“, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა იმის ალბათობა, რომ ჩინეთი შეეცდება ტაივანის ხელში ჩაგდებას.

”მე ველი, რომ ეს არ მოხდება”, - თქვა ბაიდენმა.

ჩინეთი და ტაივანი გაიყო 1940-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს. მას შემდეგ ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად თვლიდა, მაგრამ ჩინეთი კუნძულს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელიც რაღაც მომენტში დაიბრუნებს, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით.

კუნძულს აქვს საკუთარი კონსტიტუცია, დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით 300 000 სამხედრო მოსამსახურე.

მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს ტაივანს. უმეტესობა აღიარებს ჩინეთის მთავრობას პეკინში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics