|
2022-05-21 14:00:16, 1325 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონმა ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-სთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან
ერდოღანთან გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობისა და NATO-ს სამხედრო ალიანსის გაფართოების საკითხებზე ვისაუბრეთ. - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი NATO-სთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან. " ფინეთი და შვედეთი NATO-ს ალიანსისთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან, მნიშვნელოვანი აქცენტი დაესვა ნატოს გაფართოებაზე, რათა თურქეთის მთავრობამ შვედ და ფინელ კოლეგებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყოს და ივნისში მადრიდის სამიტის წინ არსებული დაძაბულობა გადალახოს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)