|
2022-05-21 10:38:00, 1450 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - მინდა მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო
მინდა, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვას არ აქვს ნატო-ს სტანდარტების თავდაცვა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში რუსეთის თავდასხმას შეაჩერებს. " მინდა, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, იმას რომ მან ეს ამბიციები დაივიწყა, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ნატოსთვის, ჩვენ ვაჩერებთ რუსებს ლიბიასა და იდლიბში [ჩრდილოეთ სირიაში] და ეს ასევე ემსახურება დასავლეთის უსაფრთხოებას. ჩვენ რომ არ გაგვეჩერებინა რუსეთი ლიბიაში, ისინი აიღებდნენ ქვეყანას და ნატოს სამხრეთ ფლანგი საფრთხის ქვეშ იქნებოდა." - განაცხადა ლიზ ტრასმა. შეგახსენებთ, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ნატო-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)