|
2022-05-21 10:09:09, 2165 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვამ რუსულ ენერგორესურსებზე უარი განაცადა - არ შეგვიძლია დავუშვათ რუსული სამხედრო მანქანის ჩვენი ფულით დაფინანსება
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ლიეტუვა უარს ამბობს რუსულ ნავთბა და გაზზე, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა განაცხადა. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, კვირიდან ლიეტუვაში არ იქნება რუსული გაზი, ნავთობი, ელექტროენერგია, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არა მხოლოდ ლიუტევის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე.“ გარდა ამისა, კრეივისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწევს მაშინ, როდესაც წარმატებით დაასრულებს სინქრონიზაციას და ელექტროენერგიის საჭიროებებს ადგილობრივი მწვანე ენერგიით დაფარვას და გახდება ექსპორტიორი სახელმწიფო. „ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება მეომარ უკრაინასთან, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსული სამხედრო მანქანა ჩვენი ფულით დაფინანსდეს, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)