|
2022-05-20 20:27:38, 1704 ნახვა
ეკონომიკა
სალომე თვალოძე მსოფლიო ბანკის კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო
საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა, სალომე თვალოძემ მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრის (World Bank Financial Sector Advisory Centre, FinSAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია 17-18 მაისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პოსტ-პანდემიურ გარემოში საზედამხედველო გამოწვევებსა და მწვანე დაფინანსების საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ FinSAC აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივად თანამშრომლობს და მათ საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას უწევს ფინანსურ სტაბილურობასთან, მიკრო-პრუდენციულ ზედამხედველობასა და საბანკო რეზოლუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი შეხვედრის მონაწილეებს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა. "ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავება 2017 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკლევი გამოაქვეყნა და მასში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს," - აღნიშნა სალომე თვალოძემ. მან ასევე ისაუბრა ტაქსონომიის პროექტის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო აქტივობებს: "მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ეროვნულმა ბანკმა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით შეიმუშავა და იგი გზამკვლევით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა". დისკუსიის დროს ასევე ხაზი გაესვა ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის წარმატებულ გამოცდილებას.
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)