|
2022-05-19 14:01:33, 1606 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ბრიტანეთმა რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლის გაძლიერების მიზნით, სანქციები საავიაციო სექტორის წინააღმდეგ დააწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის განცხადებით, სიაში შედის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აეროფლოტი, ასევე კომპანიები Ural Airlines და Rossiya. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა რუსული ავიაკომპანიები ვერ გაყიდიან თავიანთ გამოუყენებელ ადგილებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში, რაც რუსეთს დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის შოვნის საშუალებას არ მისცემს. „სანამ პუტინი განაგრძობს ბარბაროსულ თავდასხმას უკრაინაზე, ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმას რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ უკვე დავკეტეთ ჩვენი საჰაერო სივრცე რუსეთის ავიახაზებისთვის. დღეს ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ არ შეუძლიათ განაღდონ თავიანთი ხელსაყრელი ადგილები ჩვენს აეროპორტებში. თითოეული ეკონომიკური სანქცია აძლიერებს ჩვენს მკაფიო გზავნილს პუტინისთვის - ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)