|
2022-05-19 12:50:03, 1189 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში არ არის თვეების ან რამდენიმე წლის ამბავი
უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში არ არის თვეების ან რამდენიმე წლის ამბავი,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, უკრაინის ომი არის უდიდესი კრიზისი, რომლის წინაშეც ევროკავშირი არსებობის ისტორიაში დგას. შოლცი თვლის, რომ უკრაინისადმი გამოხატული ევროპული სოლიდარობა, ვლადიმერ პუტინის ავტოკრატიის საპირწონეა. "მშვიდობა არის მხოლოდ ის, რაც შეგვიძლია მივიღოთ თავისთავად, თუ მზად ვართ დავიცვათ იგი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან. ეს არის გარდამტეხი მომენტი ისტორიაში. რაც უფრო დიდია ზეწოლა გარედან, მით უფრო გავაერთიანებთ ძალებს, როგორც ევროკავშირს და ერთად ვიმოქმედებთ. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, უკრაინა უნდა გაიმარჯვოს“, - განაცხადა შოლცმა. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, გერმანია უკრაინას დახმარებას უწევს და მძიმე იარაღითაც კი, ასევე იღებს უკრაინელ ლტოლვილებს. „სასტიკად თავდასხმულ ქვეყანას დახმარება სჭირდება თავის დასაცავად და ამას არ შეიძლება ეწოდოს ესკალაცია. მეგობრებო შვედეთსა და ფინეთში, გულწრფელად მოგესალმებათ, თქვენთან ერთად ნატო კიდევ უფრო გაძლიერდება, ევროპა კი უსაფრთხო გახდება,“ - განაცხადა კანცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)