|
2022-05-16 16:03:07, 1195 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ შემცირდება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საწვავის ფასი შემცირებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები არსებობს. დავითაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული ფასების ზრდა არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებასთან. „კონკურენციის სააგენტოს ჰქონდა შესწავლილი ბაზარი, სააგენტოს აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იყო გაზიარებული. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ეფექტი, რომელიც იყო ზრდის, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს ინერცია იყო რამდენიმეკვირიანი. ამ რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ეს ე.წ. ტაბლოებზე ანუ საწვავის საცალო ფასები მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე ჩვენ მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია რომ ან შემთხვევაში არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)