|
2022-05-16 12:48:19, 1094 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების უმოკლესი გზა არის „ნაცმოძრაობის“ დაშლა
ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს, - ასე ეხმიანება "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის დაპატიმრებას. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. "ზოგადად ვართ ბრძოლაში მაშინ, როცა საბრძოლო არაფერი გვჭირს და ერთი შეხედვით, თითქოს მტერი ქვეყნის შიგნით მაინც არ გვყავს. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავე დროს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის ნაციონალური მოძრაობის დაშლა",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)