|
2022-05-15 17:41:11, 1218 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი: პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა
პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა - აცხადებს კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი. მეუფე აღნიშნავს, რომ პატრიარქის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ არის საჭირო, ამიტომ მიხეილ სააკაშვილისა და ილია II- ს შეხვედრა არ შედგება. "პატრიარქი შეხვდა პრემიერს, არა არის აუცილებელი რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ ამ საუბრის. შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ადამიანი ამისთვის,ოჯახის წევრიც, საზოგადოებაც. ასე რომ ყველაფერი კარგად არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე, ნუ რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. არ არის საჭირო ხელოვნურად პატრიარქის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში"- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. შეგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)