|
2022-05-15 14:31:48, 1282 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ქვეყანა ნატო-ში წევრობისთვის განაცხადს ოფიციალურად შეიტანს
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ადასტურებს, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად შეიტანს განცხადებას ნატოს სამხედრო ალიანსში წევრობისთვის. ფინეთის პრემიერ მინისტრი სანა მარინი აცხადებს, რომ ფინეთის პარლამენტი ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში დაადასტურებს. შეგახსენებთ, რომ სამხედრო ალიანსის მიმართ მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა ფინეთში და მეზობელ შვედეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი დაუზუსტებელი ზომების მიღებით დაიმუქრა , თუ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობები სამხედრო ნეიტრალიტეტის მრავალწლიან პოლიტიკაზე უარს იტყვიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფინეთსა და შვედეთს სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა. სკანდინავიის რეგიონში ნორვეგია, დანია და ბალტიის სამი ქვეყანა უკვე ნატო-ს წევრები არიან. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, მოსკოვის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციის გაფართოება მის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. კითხვაზე, მოახდენს თუ არა ფინეთი ნატოში გაწევრიანებით რუსეთის პროვოცირებას , ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ დამნაშავე პუტინი იქნება. „ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს შენ გამოიწვიე. ჩაიხედე სარკეში," - თქვა ნიინისტომ. ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ფინეთის საზოგადოების მხარდაჭერა წლების განმავლობაში დაახლოებით 20-25% იყო. მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მან მიაღწია რეკორდულ - 76% . შვედეთში მოსახლეობის 57%-ს სურს გაწევრიანება, რაც კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე.
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - BOG-ის სრული დაფინანსებით
საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)