12:42 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 18:11:37, 902 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა უკრაინელების დამსახურებაა

ევროკავშირის კანდიდატურაზე განაცხადი შეტანილია, რაც უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, რისთვისაც შეგვიძლია მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის დრამატულ თეატრში, სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული ინტეგრაციის გზა ახლა სულ სხვანაირად გვეჩვენება, თუ აქამდე საუბარი იყო, რომ განაცხადი 2024 წელს უნდა შეტანილიყო, ეს ხელოვნური მიდგომა იყო. რეალური მიზეზი, იმაშია, რომ განაცხადი არ იყო მომზადებული ისე, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო.

„დღეს კანდიდატურაზე განაცხადი შეტანილია. ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ. უამისოდ ეს არ იქნებოდა, უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ ეს და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცბად გავხდით ღირსნი ამ ყველაფრის.

ეს მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით. მართალია, წლების განმავლობაში, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს, მათი დამსახურებაა და დღეს ამ გაცხადებულ კანდიდატურაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებში, და კვირებში”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება პასუხს, ესეც ნაწილობრივ საქართველოზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცეოდა ამ პერიოდში და რამდენად აჩვენებდა არსებულ სახეს, რამდენად მზად ვიქნებოდით, აგვეღო ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ გახდეს ევროპული ამ მიმართულებებით: კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება, ის სტანდარტები და წესები, რის გამოც მოგვწონს ევროპა.

„აქ არის ძალიან სერიოზული ბალანსი, რომელიც ჩვენი დასაჭერია. არავინ არაფერს არ გვთხოვს ისეთს, რაც ჩვენ არ გვინდა. და რაც არ გვინდა, ის არ უნდა გავაკეთოთ, ამიტომ ეს არის ძალიან, ერთი მხრივ, მარტივი და დამოკიდებულია იმაზე რა და როგორი მომავალი გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის. მარტივია და ალბათ, საკმაოდ რთულიც, მაგრამ ეს არის ის მოცემულობა, რაშიც დღეს ვართ”,- დასძინა ზურაბიშვილმა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
„კანონპროექტი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება“ - 3 ევროპარლამენტარის განცხადება
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics