|
2022-05-13 15:51:35, 1427 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ZERO COMPROMISE" იმართება
რიგით მესამე ფესტივალი „ZERO COMPROMISE", ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო" ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დედაქალაქში, ყოფილი აბრეშუმის ქარხანაში იმართება. ფესტივალზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო" წევრი 90 მწარმოებელია წარმოდგენილი. ღონისძიების მიზანი ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით, ღონისძიებას ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივი მარნების წარმომადგენლებს, ადგილზე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს. სტუმრებს შორისაა ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი ელის ფეირინგი, რომლის მიერ ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილმა წიგნმა „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში" 2016 წელს, გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ნომინაციაში - „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი" - გაიმარჯვა. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო" დაარსდა 2017 წელს, ქართველი მევენახეების და მეღვინეების მიერ. ასოციაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად, თბილისში ფესტივალი „ZERO COMPROMISE", ხოლო ქუთაისში ფესტივალი „ამერიმერი" ტარდება.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)