|
2022-05-12 13:05:48, 1144 ნახვა
მსოფლიო
ნედ პრაისი რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პრესსპიკერი აცხადებს, რომ ნატო რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, ღია კარის პოლიტიკას არ დათმობს. პრაისი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს პასუხი არ გასცა, უკრაინის საქართველოსა და ფინეთის სამხედრო ალიანსში მიღების საკითხის განხილვის გარეშე, უკრაინაში შეიჭრა. " ორი ცალკეული საკითხია. ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომს დაწყებდა, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთს აშფოთებდა ეს იყო კონკრეტული ნაბიჯები - ან ყოველ შემთხვევაში იყო კონკრეტული დისკუსიები - რომლებიც გვეგონა, რომ წინ წაიწევდა, რაც ხელს შეუწყობდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ანუ შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების, ისევე როგორც . მოსკოვის მიერ გამოთქმული შეშფოთების გადაწყვეტას. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს უარყო, და თუ გახსოვთ, მათ ომი 24 თებერვალს დაიწყეს , ისე რომ ჩვენს მიერ წამოყენებულ წერილობით წინადადებაზეც კი არ უპასუხიათ.რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ, რომ ჩვენთვის ნატოს ღია კარი ნიშნავს ღია კარს. ეს მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ეს არის რაღაც, რაც არ არის განსახილველი"- აცხადებს ნედ პრაისი.
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - BOG-ის სრული დაფინანსებით
საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)