|
2022-05-12 10:52:48, 791 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის პირდაპირი საფრთხეა
რუსეთი დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით და მისი შემაშფოთებელი პაქტით ჩინეთთან,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იაპონიის პრემიერ მინისტრ ფუმიო კიშიდასთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ . ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იაპონიაში მოლაპარაკებებზე იმყოფებიან. ვიზიტის მთავარი მიზანი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე , აზიასა და მის ფარგლებს გარეთ ჩინეთის როლის განხილვაა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თვლის, რომ, უკრაინაში არსებული ვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისათვის ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნებისათვის. "ჩვენი როლი უკრაინაში კრიტიკულია ევროპისათვის, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია ინდო-წყნარ ოკეანეში. ჩვენ ასევე გვსურს გავაღრმავოთ ჩვენი კონსულტაციები ჩინეთთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიშელმა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, იაპონია რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდა, მათ შორის ენერგეტიკულ აკრძალვებს. "რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ის არღვევს საერთაშორისო წესრიგის ბირთვს, მათ შორის აზიაში. ეს არ უნდა იყოს შეწყნარებული", - განაცხადა იაპომნიის პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - BOG-ის სრული დაფინანსებით
საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)