|
2022-05-12 10:42:10, 1017 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. მის გადაყვანეს ოჯახის წევრები გუშინდელიდან მოყოლებული ელოდნენ. ექსპრეზიდენტმა ტერიტორია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილით დატოვა. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანა შესთავაზა. თავად ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდა. ამ განცხადებიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტიმა განაცხადა, რომ თანახმა იყო მკურნალობა კლინიკა „ვივამედში“ გაეგრძელებინა, თუკი ხუთ პირობაზე დათანხმდებოდნენ - ის მოითხოვდა, რომ მასთან მუდმივი დაშვება ჰქონოდათ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ ემპათიას. რაზეც იუსტიციის სამინისტრომ მოუწოდა, ესარგებლა მისი ჯანმრთელობისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით "დათქმების გარეშე".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)