|
2022-05-11 16:52:55, 2717 ნახვა
ეკონომიკა
აგროქულები 40,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა, სახელმწიფო პროგრამით 300,000-ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს
„ლიბერთი ბანკის“ აგრობარათებზე „სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული ქულების დარიცხვა, პოტენციური ბენეფიციარებისთვის ეტაპობრივად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო ავრცელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro გადაამოწმოთ ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიოთ ლიბერთი ბანკის თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს. პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით. ფერმერებს პროგრამის დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ან პროგრამაში ჩართვასთან/პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს (1501). „სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა-ზე 300 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით). პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები. ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში, სასოფლო-სამეურნეო საქონლის - ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები, და სხვა - შესაძენად. მაღაზიების ჩამონათვალი, მისამართების მითითებით იხილეთ: https://myliberty.ge/files/Agro.pdf. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.“- აღმიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)