|
2022-05-11 10:36:59, 1654 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. „სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი დინამიკა საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულებაზე არ მიუთითებს და უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება კვლავ გრძელდება. ამავდროულად, საბაზო სცენარის შემუშავების მხრივ, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები, თიბისი კაპიტალის წინა - 5.5%-იან პროგნოზთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალ ტემპზე მიუთითებს. ინფლაცია კვლავ გამოწვევად რჩება და წლის ბოლოს მოლოდინი დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს. ამასთან, მომდევნო კვარტლებში ყოველთვიური ინფლაციის სამიზნესთან ახლოს ნორმალიზებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, მართალია არაა გამორიცხული მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება, თუმცა, „თიბისი“ კაპიტალის სცენარით, მისი იმავე დონეზე შენარჩუნების ალბათობა შედარებით უფრო მაღალია. განახლებულ მაკრო მიმოხილვაში კვლავ შენარჩუნებულია დიდწილად ნეიტრალური შეფასება ლარის კურსის მიმართ. არგუმენტების მხრივ, აღსანიშნავია, ძირითადად მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ტურიზმის აღდგენა, ისევე როგორც, მთლიანობაში, საგარეო ბალანსის გაუმჯობესება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ამავდროულად, ლარის საშუალო კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში, მის ან იმავე ან მხოლოდ მცირედით უფრო სუსტ საპროგნოზო მაჩვენებელზე მიანიშნებს.“ - ნათქვამია „თიბისის“ მიერ მოწოდებულ ინფრომაციაში. იხილეთ „თიბისი“ კაპიტალის პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)