23:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 14:12:40, 1122 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - თუკი ევროკავშირი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, ევროპაში კუთვნილ ადგილს დავიკავებთ

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებსს, რომ თუ ევროკავშირი "გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას", საქართველო ევროპაში კუთვნილი ადგილს დაიკავებს. 

როგორც მან გამართულ ბრიფინგზე დასძინა, იმედი აქვს, რომ არ იქნება რაიმე "უსაფუძვლო შეფერხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან". 

„ვიცი, რომ ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, თუკის ვამბობ, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მითუმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე. თუკი ეს იქნება, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის. ამიტომაც იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics