16:01 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 18:39:54, 1402 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - აუცილებელია არაწევრი ქვეყნების EU-ში ინტეგრაციისთვის ახალი ალიანსი შეიქმნას

უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი. - ამის შესახებ ინფომრაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

მისივე თქმით, აუცილებელია არაწევრი ქვეყნების EU-ში ინტეგრაციისთვის ახალი ალიანსი შეიქმნას.

"უკრაინა თავისი ბრძოლითა და გამბედაობით უკვე არის ჩვენი ევროპის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი კავშირის გულწრფელი წევრი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალ უკრაინას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ მის EU-ში გაწევრიანებას რამდენიმე წელი, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულიც დასჭირდეს", - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - BOG-ის სრული დაფინანსებით
საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics