|
2022-05-06 00:04:38, 1365 ნახვა
მსოფლიო
ჯენ ფსაკის თეთრი სახლის ახალი პრესმდივანის პოზიციაზე კარინე ჟან-პიერი შეცვლის
თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი კარინე ჟან-პიერი იქნება, ჯენ ფსაკი კი თანამდებობას 13 მაისს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯენ ფსაკის თანამდებობიდან წასვლა, გამონათქვამს უკავშირდება რომელიც ასე ჟღერდა - "ის (ბაიდენი) ყველაფრისთვის მზადაა. ამ კაცს ჩქარი მანქანები და თვითმფრინავები უყვარს... ის მზადაა უკრაინაში წასასვლელად. ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში". - თქვა ჯენ ფსაკიმ Pod Save America-ს პოდკასტში. გამონათქვამმა პრეზიდენტის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, კარინე ჟან-პიერი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ჯო ბაიდენის მოსვლის დღიდან მუშაობს. ფსაკი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ის კვლავ ბარაქ ობამას მრჩევლის მოვალეობებს ასრულებდა, 2013 წელი თებერვალში კი დაინიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნად ჯონ ქერის დროს. მომდევნო ორწლიანი პერიოდი დაემთხვა მსოფლიოში ვითარების გართულებას. როგორც საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულ ბრიფინგებზე ფსაკი გადმოსცემდა აშშ-ს მთავრობის შეხედულებებს ამა თუ იმ საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით. 2014 წლის მარტში ყირიმის და მოგვიანებით დონბასის საკითხის გამო რუსეთის ფედერაციასთან მკვეთრად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე პრეს-მდივანი ერთ-ერთი პირველი აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას აშშ-ს პოლიტიკის შესახებ, რის გამოც ის რუსი ჩინოსნების და მედიის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ობიექტი გახდა. მის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი გეოგრაფიული თუ ტერმინოლოგიური უზუსტობა მით უფრო განსაკუთრებულ ქილიკს იწვევდა. ორი წლის შემდეგ ჯენიფერ ფსაკი დაბრუნდა თეთრ სახლში პრეზიდენტის მრჩევლად კომუნიკაციების სფეროში, სადაც ის მუშაობდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებამდე. პოსტის დატოვების შემდეგ 2017-20 წწ. იგი მოღვაწეობდა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ზე პოლიტიკურ მიმომხილველად, აგრეთვე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენმა ჯენიფერი თავის პრეს-მდივნად მიიწვია.
რუსეთმა სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლის შესახებ 270 270-ის ფორმულით გამოაცხადა
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - BOG-ის სრული დაფინანსებით
საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)