04:53 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 21:40:52, 1371 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკი გაიხსნა

5 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკი G (Golf) ოფიციალურად გაიხსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე თქმით, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, „საქაერონავიგაციის“ დირექტორი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა ესწრებოდა.  

თეა ზაქარაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი - „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს დაემატა ახალი სამიმოსვლო ბილიკი და მოსაბრუნებელი მოედანი. ამ პროექტის განხორციელებით შემცირდა საჰაერო ხომალდების მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავების და მანევრირების დრო, შესაბამისად მთლიანობაში საგრძნობლად გაიზარდა ადზ-ს გამტარუნარიანობა“.

აღნიშნული პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. აღნიშნულ პროექტში TAV Georgia-მ 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.


ახალი სამიმოსვლო ბილიკი, შუქ-სასიგნალო სისტემბით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ უზრუნველყო.​
 
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics