01:16 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 10:18:58, 1051 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი - უკრაინაში მყოფი სააკაშვილი ტრაბახით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ „საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს“

„უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედართავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა "დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე".

"კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე თემას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას ეხება. უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედართავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”შემდგომ კი ისეთ ჯახს პროგნოზირებდა, როდესაც ბუნებით “მხდალი მელაძეც კი საველე მეთაურად იქცევა”. ეს ხომ მისი სიტყვებია!

განა სხვა მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, რათა არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე! ესაა მათი სტრატეგიის არსი! გარემოებები შეიცვალა, გეგმა არ შეცვლილა!“ - წერს გიორგი ვოლსკი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics