02:08 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 13:35:42, 1206 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. „საქართველოს ბანკის“ მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან  1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს.

„ხობი 2 ჰესის“ პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მისი ჯამური ღირებულება 83 მლნ. აშშ დოლარია. ჰესის წლიური გამომუშავება 195 გვტ/სთ-ს შეადგენს.ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სახელმწიფო ენერგოსისტემაში ჩართვა 19 კმ. სიგრძის 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით მოხდება. 

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა ქვეყნისთვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში. ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც გარემოსდაცვითი პრინციპებით ფუნქციონირებენ, ფუნდამენტურ როლს თამაშობენ ქვეყნის მდგრად განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ  2 წლიანი სამუშაოების შემდეგ, წარმატებით დასრულდა „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და არამარტო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას ითვალისწინებს“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ ბახტაძე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics